ძირითადი ფუნქცია-მოალეობები:
- პერსონალის ადმინისტრირების პროცესის მართვა შრომის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად;
- ბანკის HR პროგრამის ადმინისტრირება და მართვა: პერსონალის რეგისტრაცია, შვებულებების და მივლინებების მონიტორინგი, სამუშაო დროის, გაცდენების და დასწრების მონიტორინგი, პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების ასახვა და კონტროლი, ხელშეკრულებების ვადის მონიტორინგი, სიახლეების განთავსება და მართვა, ა.შ.;
- პერსონალის ბენეფიტების ადმინისტრირება და მართვა;
- პერსონალის onboarding, ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- პერსონალთან ინტერვიუების ჩატარება - Onboarding, Stay, Exit ინტერვიუები;
- სტანდარტული და არასტანდარტული HR ანგარიშების დროულად და მაღალი სიზუსტით მომზადება;
- პერსონალის ჩართულობის, აღიარებისა და კეთილდღეობის გაძლიერაბზე მიმართული აქტივობების (თიმბილდინგი, შეჯიბრებები, კორპორატიული ღონისძიებები, კონკურსები და სხვა) დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
- თანამშრომელთა პირადი საქმეების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და უსაფრთხო დაარქივება (ფიზიკური და ელექტრონული ფორმით) და პერიოდული მონიტორინგი;
- ბანკის სოციალური კორპორაციული/მდგრადობის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- ბანკის სოციალური კორპორაციული/მდგრადობის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ბანკის კორპორაციული მდგრადობის/ESG საკითხებზე ინვესტორებთან წარსადგენი ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის და ბანკის მენეჯმენტის მიერ გაზიარებული სხვა ამოცანების შესრულება.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია, ბიზნეს ადმინისტრირების, ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
- აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- აუცილებელია ინტერესი კორპორაციული მდგრადობის/კორპორაციული პასუხისმგებლობის/ESG საკითხების მიმართ;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word) და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადამანური კაპიტალის მართვის მიმართულებით;
- SELF HR სოფტში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაოთ ორ ურთიერთდაკავშირებულ სფეროში.
გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკრობანკი „ემბისის" (ს/კ 404967078 ), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკრობანკი “ემბისისგან“, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.
ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.