Products

Auto Loan

  • თუ მანქანის შეცვლას გეგმავთ, ან გსურთ მიიღოთ არსებული ავტომობილის შეფასების 80%-მდე თანხა ნებისმიერი საჭიროებისთვის -"ემბისი"- ს ავტოსესხი საუკეთესო არჩევანია. 

 

  • "ემბისი" საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პირობებით - გამარტივებული პროცედურებით შეიძინოთ სასურველი ავტომობილი, ან მიიღოთ დაფინანსება სხვა ნებისმიერი მიზნის განხორციელებისთვის.

 

  • "ემბისი"-ს ავტო სესხით სარგებლობისას, ავტომობილი რჩება თქვენს მფლობელობაში, გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით კი იფარება როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი.

რა უპირატესობები აქვს "ემბისი"-ს ავტო სესხს

"ემბისი"-ს ავტო სესხით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ აღარ გჭირდებათ წლების განმავლობაში იზრუნოთ თანხის დაგროვებაზე. სესხის დამტკიცებისთანავე შეგიძლიათ გადაჯდეთ სასურველ ავტომობილზე, ან განახორციელოთ სხვა ნებიმისმიერი მიზანი.

 

"ემბისი" განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და გთავაზობთ:

საუკეთესო პირობები 50,000 ლარამდე ავტო სესხზე;
დაფინანსების განხილვა ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში;
საშეღავათო პერიოდი სამ თვემდე ვადით;
გადახდის კლებადი, თქვენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი;
პორტირებას ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციიდან;
სწრაფი და გამარტივებული პროცედურები;

რატომ უნდა ისარგებლო "ემბისი"-ს ავტოსესხით?

 

იმიტომ, რომ აქ უკეთესი პირობებია!

 

  • ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
  • ავტომობილის უმაღლესი შეფასება;
  • გამარტივებული პროცედურები;
  • სესხი ავტომობილის განბაჟებისა და იმპორტისთვის;
  • "ემბისი" წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში!
  • რაც ყველაზე მთავარია - ავტომობილი რჩება შენს სახელზე!

რა დაგჭირდება ავტო სესხის ასაღებად?

"ემბისი" განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. ავტო სესხი გაიცემა იმ პირებზე, ვისაც უკვე შეუსრულდა 20 წელი.

სესხის ასაღებად დაგჭირდებათ:

ავტომობილი

ID ბარათი ან პასპორტი

სარეგისტრაციო მოწმობა

Auto Loan Conditions

სესხის ვალუტა
ლარი
სესხის მაქსიმალური მოცულობა
50,000
სესხის მაქსიმალური ვადა
72 თვე
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი
27%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
31.4%-დან

How do I get the desired amount

Fill out the online application

ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს წუთებში

მობრძანდით უახლოეს სერვის ცენტრში

What else do you need to know about auto loans?

არსებობს ორი ტიპის ავტო სესხი:

  • ავტო ლიზინგი
  • ავტო სესხი

ავტო სესხი: ავტომობილის მფლობელი თქვენ ხართ, რაც ძალიან ამარტივებს მისი განკარგვის პროცესს სესხის მოქმედების პერიოდში.


ავტო ლიზინგი: ავტომობილი, რომლის შეძენაც გსურთ, კომპანიის მფლობელობაშია, სანამ სესხს ბოლომდე არ დაფარავთ. იმ შემთხვევაში, თუ სხვა კომპანიამ უკეთესი პირობები და საპროცენტო განაკვეთი შემოგთავაზათ, სესხის პორტირებას მარტივად ვერ შეძლებთ.

 

რომელი პროდუქტით გსურთ ისარგებლოთ?

"ემბისი"-ში ავტო სესხის მიზნობრიობა მხოლოდ მანქანის შეძენით არ შემოიფარგლება. კომპანია გთავაზობთ თქვენი ავტომობილის შეფასებული ღირებულების 80%-მდე თანხით დაფინანსებას - არა მხოლოდ ავტომობილის საყიდლად, არამედ სხვა ნებისმიერი საჭიროებისთვის. ასევე, შეგიძლიათ დაპორტირდეთ სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან და გაიუმჯობესოთ პირობები. გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით იფარება როგორც ძირითადი თანხა, ასევე დარიცხული სარგებელი.

თუ გინდათ მართოთ უკეთესი ავტომობილი, მიიღოთ თქვენი ავტომობილის შეფასებული ღირებულების 80%-მდე თანხა ნებისმიერი საჭიროებისთვის - თქვენს ახალ მეგზურად "ემბისი" შეარჩიეთ და მიიღეთ დაფინანსება დღესვე!