ძირითადი მოვალეობები:
- მიკრობანკის არასაკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პროცესში ჩართულობა;
- ახალი პროდუქტების იდეების დამუშავებისა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ბაზრისა და კონკურენტების კვლევა;
- ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- პროცესების და პროდუქტების დოკუმენტაციის მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება საბანკო ან საფინანსო სექტორში;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების კარგი ცოდნა;
- საბანკო პროგრამების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება; ALTA (B6)-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონე);
- MS Office-ის კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკრობანკი „ემბისის" (ს/კ 404967078 ), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკრობანკი “ემბისისგან“, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.
ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.