News

მოიწვიე ფინედუ კლასში

მოიწვიე ფინედუ კლასში

2025-05-14

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ტრადიციულად, ემბისის დესპანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 სკოლის 200-მდე მოსწავლეს შეხვდნენ და ფულის დაზოგვის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სახალისო გაკვეთილები ჩაუტარეს.

აქტივობა გაიმართა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა და იმერეთის სკოლების III-XII კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილებზე ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს ფულის დაზოგვის მეთოდების, დანაზოგების უსაფრთხოების, გონივრული ხარჯვის პრინციპებისა და სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე.

დაზოგვის გლობალური კვირეული საქართველოში აღინიშნება 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით.

კამპანიის მიზანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფულის დაზოგვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება.