News

MFC-ის რიგით 26-ე ყოველწლიური კონფერენცია

MFC-ის რიგით 26-ე ყოველწლიური კონფერენცია

2024-05-20

"ემბისი"-ს მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო MFC-ის რიგით 26-ე ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართა.

კონფერენციას, საქართველოდან და მსოფლიოს 35 ქვეყნიდან, 400-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.  

ღონისძიების დღის წესრიგი მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ეხებოდა. კერძოდ, სექტორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს, 21-ე საუკუნის ისეთი გამოწვევების დაძლევის საკითხში, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, დიჯიტალიზაცია, გეოპოლიტიკური ცვლილებები, უთანასწორობის ზრდა თუ დაუცველი თემებისა და მოსახლეობის გაძლიერების მხარდაჭერა.