News

ჯილდო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერისათვის

ჯილდო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერისათვის

2025-12-08

5 დეკემბერს, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ყოველწლიურ კონფერენციაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მიკრობანკ ემბისის სპეციალური ჯილდო გადასცა. კომპანიამ აღიარება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გამოჩენილი გრძელვადიანი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის დაიმსახურა.

ემბისი 2018 წლიდან WEPs-ის აქტიური ხელმომწერია. ამ წლების განმავლობაში კომპანია უწყვეტად ახორციელებს ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე საზოგადოებაში.

წლევანდელი კონფერენცია WEPs-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა. გასული ათწლეულის განმავლობაში WEPs-ი ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანეს გლობალურ პლატფორმად, რომელმაც კერძო სექტორს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში ეფექტიანი ჩართულობის შესაძლებლობა მისცა.

ემბისი კვლავაც განაგრძობს ქალთა გაძლიერების პრინციპების ინტეგრირებას საქმიანობაში, რაც ჩვენი კომპანიის მდგრადი განვითარებისა და პასუხისმგებლიანი საბანკო მოდელის განუყოფელი ნაწილია.