News

ემბისი "ბარტა 2024"-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი

ემბისი "ბარტა 2024"-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი

2025-02-28

ემბისი საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის - "ბარტა 2024"-ის საპატიო ჯილდოს მფლობელია.  

კომპანიამ, მცირე და საშუალო ორგანიზაციებს შორის, ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება და აღნიშნულით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ერთგულებას კორპორაციული გამჭვირვალობისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით. 

"ბარტა" წარმოადგენს ყოველწლიურ ჯილდოს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს და  წაახალისოს ჯანსაღი კონკურენცია კომპანიებს შორის, ასევე გააუმჯობესოს კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტი. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში და ინვესტორთა ნდობის ამაღლებაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ემბისი-ს მიერ "ბარტა 2024"-ის ჯილდოს ზედიზედ მეოთხედ მოპოვება ადასტურებს კომპანიის მტკიცე პოზიციას გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვაში.