News

"ემბისი" "ბარტა 2023"-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი

"ემბისი" "ბარტა 2023"-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი

2023-12-15

"ემბისი" უკვე მესამედ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის "ბარტა 2023"-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. 

კომპანიამ აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება ზედიზედ მესამედ, მცირე და საშუალო ორგანიზაციებს შორის მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ ბარტას ყოველწლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.