ვაკანსიები

ვაკანსიები

IT ბიზნეს ანალიტიკოსი

გამოქვეყნდა: 22-02-2024 ბოლო ვადა: 22-03-2024

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის შიდა სტეიკჰოლდერებთან ურთიერთობა, მათი ბიზნეს საჭიროებების, გამოწვევებისა და მიზნების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • User Stories მომზადება;
  • ორგანიზაციაში არსებული ბიზნეს პროცესებისა და სისტემების შესწავლა და ანალიზი. ახალი ბიზნეს-პროცესების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • ბიზნეს საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტების შემუშავება და მათი ტექნიკურ დავალებად გარდაქმნა;
  • გარე ვენდორებთან და ორგანიზაციის შიდა ტექნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა. 
  • SDLC-ის (Software Development Life Cycle) პროცესში ჩართულობა და მონაწილეების საქმიანობის კოორდინაცია;
  • ტესტირების გეგმისა და ტესტირების სცენარების შედგენაში მონაწილეობა.
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი ვენდორებისა და IT სერვის მომწოდებლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია IT, ფინანსები ან მონათესავე სფერო);
  • SDLC-ის პრინციპების ცოდნა;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და აღწერის გამოცდილება;
  • საფინანსო სექტორში და B6/LMS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბიზნეს პროცესების მოდელირების ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული.
  • სწავლის და განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას და მზარდ ანაზღაურებას;
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

    გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალს" (ს/კ 404967078 ), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
    მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალისგან“, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge
    ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
    ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით,  მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
განაცხადის შეტანა Linkedin-ით
განაცხადის შეტანა CV-ით

1
2