CSR სიახლეები

ტრენინგი ტურიზმის მხარდასაჭერად

ტრენინგი ტურიზმის მხარდასაჭერად

2019-07-16

"ემბისი"-ს სოციალურმა საგანმანათლებლო პროექტმა - "ფინანსურმა მრჩეველმა", ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უფასო მასტერკლასები შესთავაზა.

მასტერკლასები ჩატარდა შემდეგ თემებზე:

✔ ინტერნეტ რეკლამის დაგეგმვა და სწორი სეგმენტაცია;
✔ სერვისის ხარისხი, როგორც კონკურენტული უპირატესობა;
✔ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია. 

მასტერკლასებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეეძლო.  შეხვედრები პრაქტიკული სიტუაციებისა და მაგალითების განხილვით - კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

"ემბისი" სოლიდარობას უცხადებს იმ ფიზიკურ პირებს, თუ მეწარმე სუბიექტებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურისტულ სეზონზე და არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, შესაძლოა, უაყროფითი ზეგავლენა მოახდინოს მათ საქმიანობაზე.
 

ტრენინგი ტურიზმის მხარდასაჭერად