CSR სიახლეები

"ემბისი"-ს გუნდმა პრო ბონო მარათონი 2019-ში მიიღო მონაწილეობა

"ემბისი"-ს გუნდმა პრო ბონო მარათონი 2019-ში მიიღო მონაწილეობა

2019-05-24

"ემბისი"-ს გუნდმა პრო ბონო მარათონი 2019-ში მიიღო მონაწილეობა.

კომპანიის წარმომადგენლები სოციალურ საწარმო "პოტერიას" მთავარი საკომუნიკაციო არხის - Facebook-ის გვერდის გაუმჯობესებაში დაეხმარნენ. გაიწერა გვერდზე განსათავსებელი პოსტების შინაარსი, შეიქმნა საწარმოს ახალი ლოგო და გვერდის შეფუთვა.

პროექტის ფარგლებში, საწარმოს წარმომადგენლები გაეცნენ Facebook რეკლამის ტიპებს და მათი გამოყენების უპირატესობებს.

"პოტერია" გახლავთ სოციალური საწარმო, სადაც ულამაზეს ხელნაკეთ ნივთებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კერამიკოსები და მხატვრები ქმნიან. საწარმოში დასაქმებულები არიან პრობაციონერი და ყოფილი მსჯავრდებული ქალბატონები, რომლებიც ახალი პროფესიის ასათვისებლად გადიან სასწავლო კურსს, შემდეგ კი შემოქმედებით პროცესში ერთვებიან.

პოტერია ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 

  • კერამიკული პროდუქციის წარმოება; 
  • თიხაზე მუშაობის სასწავლო კურსების ორგანიზება.

პრო ბონო მარათონი 2019 "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.