CSR სიახლეები

ვორქშოპი "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის

ვორქშოპი "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის

2019-10-18

17 ოქტომბერს, "ემბისი"-ს სათაო ოფისში თანამშრომლებისთვის ვორკშოპი ჩატარდა. ტრენინგის თემა გახლდათ: "თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში". 

ვოქრშოპზე განხილული იქნა ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა:

  • კორპორაციული პასუხისმგებლობის, გენდერული თანასწორობისა  და ქალთა გაძლიერების პრინციპები;
  • თანასწორი შესაძლებლობები, ინკლუზია  და დისკრიმინაციის არარსებობა; 
  • სქესის, გენდერის და იდენტობის კლასიფიკაცია;
  • გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა;
  • გენდერული დისბალანსის ყველაზე გავრცელებული შემთხვევები ორგანიზაციებში;
  • კორპორატიული პასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობის ჭრილში.

ტრენინგს უძღვებოდა "ემბისი"-ს CSR კონსულტანტი, თამთა ასლანიშვილი. 

ვორქშოპი