CSR სიახლეები

"ემბისი" პანდემიით დაზარალებული მომხმარებლების მხარდაჭერას განაგრძობს

"ემბისი" პანდემიით დაზარალებული მომხმარებლების მხარდაჭერას განაგრძობს

2020-07-02

"ემბისი"-მ  მომხმარებლებს, რომლებსაც პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნათ, სესხების გადავადებასთან ერთად საპროცენტო განაკვეთიც შეუმცირა.

"ემბისი"-მ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, საშეღავათო პერიოდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა ყველა იმ მომხმარებლის განცხადება, ვინც კომპანიას შეღავათის მიღების თხოვნით მიმართა. სამი თვის გასვლის შემდეგ კი გადავადებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 1%-ით შეამცირა.
 
"ემბისი"-ს გადაწყვეტილებით, 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი ეხებოდა, როგორც სესხის ძირს, ასევე პროცენტს. კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ყველა სესხზე შეაჩერა ვადაგადაცილების საკომისიოს დარიცხვა 2020 წლის 1 ივლისამდე. ამას გარდა, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი სესხის ძველ გრაფიკზე დაბრუნებაზე, მოთხოვნა დაუკმაყოფილდათ  ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

გია პეტრიაშვილი, "ემბისი"-ს გენერალური დირექტორი:

"ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მომხმარებლის კეთილდღეობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, მიკროსაფინანსო ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეკმაყოფილებინა უკლებლივ ყველა განაცხადი, რომელიც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით მივიღეთ მსესხებლებისგან. ამის გარდა, ყველა სესხზე სამი თვით შევაჩერეთ ვადაგადაცილების საკომისიოის დარიცხვა, ხოლო დღეს, სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, გადავწვიტეთ მომხმარებლებს შევუმციროთ სესხის საპროცენტო განაკვეთი, რათა მათ გაუადვილდეთ ფინანსური ვალდებულებების მომსახურება. გისურვებთ ჯანმრთელობას!"