CSR სიახლეები

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

2023-06-10

"ემბისი" განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს პროფესიულ სტაჟირებას.

"როდესაც "ემბისი"-ს სტაჟირების პროგრამის შესახებ გავიგე მაშინვე დავინტერესდი. ვფიქრობ, რომ ფინანსური განათლება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ამ მიმართულებით ცოდნის მიღებაც ყველაზე კარგად ფინანსურ სექტორშია შესაძლებელი. სტაჟირება ბათუმის ფილიალში გავიარე, სადაც ძალიან თბილი და კომფორტული გარემო დამხვდა. სხვადასხვა ფინანსურ საკითხებზე ცოდნას სიღრმისეულად, მარტივად და ძალიან საინტერესოდ მიზიარებდნენ. სწორედ ამიტომ ემბისიში გატარებული თითოეული დღე ჩემთვის სახალისო და ნამდვილად საჭირო ცოდნის მომცემი აღმოჩნდა."
თეკლა ქათამაძე, 15 წლის, ბათუმის N9 საჯარო სკოლა, X კლასის მოსწავლე. 

სკოლის მოსწავლეების სტაჟირება დაიწყო აჭარის რეგიონიდან და ამჟამად, გრძელდება ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში. 

პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა