CSR სიახლეები

"ემბისი"-ს მორიგი პრო ბონო პროექტი

"ემბისი"-ს მორიგი პრო ბონო პროექტი

2023-11-17

"ემბისი" კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად განაგრძობს სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერას. ამჯერად, პრო ბონო ქსელთან პარტნიორობით, კომპანიამ მორიგი წარმატებული და ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელა.

აქტივობის ფარგლებში, "ემბისი"-მ მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრს სათემო ლიდერთა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაუწია დახმარება. კერძოდ, კომპანიის მარკეტინგის გუნდმა იმუშავა ცენტრის მიერ ღონისძიებაზე წარსადგენი პრეზენტაციის კრეატიულ იდეებსა და ვიზუალურ მხარეზე. 

"ემბისი"-სთან თანამშრომლობით ჩვენი პრეზენტაცია გახდა უფრო საინტერესო და ინტერაქციული, მათი დახმარებით შევიტანეთ კრეატიული შტრიხები, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღონისძიების აუდიტორიაზე. 
ვფიქრობდით, რომ "ემბისი" დაგვეხმარებოდა უფრო ახალი და საინტერესო გზებით წარმოგვეჩინა ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი შტრიხები, რაც ასეც მოხდა."

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023-ში გამარჯვება სწორედ მარტყოფის ახალგაზრულმა ცენტრმა მოიპოვა.