CSR სიახლეები

"ემბისი" Global Banking and Finance Review-ს გამარჯვებულია 

"ემბისი" Global Banking and Finance Review-ს გამარჯვებულია 

2022-10-21

"ემბისი"-მ გამარჯვება Global Banking and Finance Review-ს კონკურსის ორ კატეგორიაში მოიპოვა.  

  • 2022 წლის საუკეთესო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში;
  • წლის საუკეთესო ბრენდი (არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების სეგმენტი);

Global Banking and Finance Review წარმოადგენს ბრიტანულ ონლაინ და ბეჭდურ ბიზნეს გამოცემას, რომელიც ფინანსურ სექტორთან დაკავშირებულ სიახლეებზე მუშაობს და სფეროს წამყვან მოთამაშეებს მსოფლიოს მასშტაბით აწვდის ინფორმაციას სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჟურნალს გამომწერები ჰყავს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

2011 წლიდან Global Banking and Finance Review აფასებს და აჯილდოებს მსოფლიოს ფინანსურ და მომიჯნავე სექტორებში მოღვაწე კომპანიებს ინოვაციური და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის. კომპანიებს ჯილდოები გაიცემათ სხვადასხვა კატეგორიებსა და სფეროებში: საბანკო სექტორი, დაზღვევა, არასაბანკო სექტორი, საპენსიო ფონდები, საბროკერო საქმიანობა და საფონდო ბირჟები, უძრავი ქონების სექტორი, ა.შ.