CSR სიახლეები

"ემბისი" დაზოგვის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა

"ემბისი" დაზოგვის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა

2022-11-04

დაზოგვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, "ემბისი"-ს დესპანები საქართველოს 10-ზე მეტი სკოლის 250-მდე ბავშვს შეხვდნენ და ფულის დაზოგვის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახალისო გაკვეთილები ჩაუტარეს. 

აქტივობა თელავის, ლაგოდეხის, ახალციხის, რუსთავის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ბათუმის სკოლების მეოთხე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა. გაკვეთილზე ბავშვებისთვის ფულის დაზოგვის მეთოდებზე, დანაზოგების უსაფრთხოებაზე, გონივრული ხარჯვის პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე გახლდათ საუბარი. 

დაზოგვის საერთაშორისო კვირეული საქართველოში ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით 2012 წლიდან აღინიშნება. კვირეულის მიზანია ახალგაზრდებსა და ბაშვებში ფულის დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ჩამოთვლილი სკოლების ნაწილთან შეხვედრების ორგანიზება მოხდა USAD-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის და  ევროკავშირის პროექტი "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" მხარდაჭერით.