19 სექტემბერს, "ემბისი"-ს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - გვანცა ფაცაციამ, სპიკერის რანგში, მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში.
პანელში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც საზოგადოებას წარუდგინეს ინოვაციური პროექტები მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. აღნიშნული პროექტები შემუშავდა გაეროს გლობალური შეთანხმების SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რომელშიც „ემბისი“-ს გუნდიც გახლდათ ჩართული.
სამიტზე ასევე განხილულ იქნა კერძო სექტორის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ლიდერთა სამიტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, გაეროს ოფიციალურ პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების პროფესიონალებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.