სიახლეები

სესხების პატიების აქცია

სესხების პატიების აქცია

2019-04-30

მისო "მიკრო ბიზნეს კაპიტალმა" სესხების პატიების აქცია განახორციელა ომის ვეტერანების, სოციალურად დაუცველებისა და შშმ პირებისთვის.

სესხების პატიების აქცია მოიცავს 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებს და განხორციელდა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. მომხმარებლებმა, რომლებიც მოხვდნენ პატიების აქციაში, შესაბამისი წერილობითი შეტყობინება უკვე მიიღეს კომპანიისაგან.  

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის  მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეების, ფერმერებისთვის მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზება, ფინანსური სახსრების და სასესხო პროდუქტების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობა მომხმარებლებთან. "ემბისი", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ორიენტირებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში.