სიახლეები

საშეღავათო პერიოდის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

საშეღავათო პერიოდის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

2020-03-26

მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით, "ემბისი"-მ მიიღო გადაწყვეტილება გაახანგრძლივოს საშეღავათო პერიოდის მოთხოვნის განაცხადის შევსების ვადა. 

მომხმარებლები, რომლებმაც ვერ მოახერხეს განაცხადის 25 მარტამდე გამოგზავნა, ფორმის შევსებას 27 მარტის 18:30 საათამდე შეძლებენ.

საშეღავათო პერიოდის მოთხოვნის განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2JtyiZT

განაცხადები განიხილება ინდივიდუალურად, პასუხს კი თითოეული მომხმარებელი დისტანციურად, 1-ლი აპრილის ჩათვლით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "ემბისი"-მ მიიღო გადაწყვეტილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესოს ყველა იმ მომხმარებელს, რომლის შემოსავლებზე უარყოფითი გავლენა იქონია მიმდინარე მოვლენებმა.