"ემბისი"-მ დაიწყო სესხის გადავადების თაობაზე განაცხადების მიღება. 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მოთხოვნის დაფიქსირებას მომხმარებლები დისტანციური არხების მეშვეობით, 18-დან 25 მარტის ჩათვლით შეძლებენ.
განაცხადის დარეგისტრირება შესაძლებელია სპეციალურად შექმნილი ონლაინ არხის მეშვეობით, ბმულზე: https://bit.ly/2UdMGu4
მომხმარებლები პასუხს მიიღებენ არაუგვიანეს 1-ლი აპრილისა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "ემბისი"-მ მიიღო გადაწყვეტილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესოს ყველა იმ მომხმარებელს, რომლის შემოსავლებზე უარყოფითი გავლენა იქონია მიმდინარე მოვლენებმა. საშეღავათო პერიოდი შეეხება როგორც სესხის ძირს, ასევე პროცენტსაც.