ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "ემბისი"-მ მიიღო გადაწყვეტილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესოს ყველა იმ მომხმარებელს, რომლის შემოსავლებზე უარყოფითი გავლენა იქონია მიმდინარე მოვლენებმა. საშეღავათო პერიოდი შეეხება როგორც სესხის ძირს, ასევე პროცენტსაც.
სასესხო ვალდებულებებზე საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლები მიიღებენ ინდივიდუალურად. თითოეულ მომხმარებელთან კომუნიკაცია და საჭირო პროცედურების განხორციელება მოხდება დისტანციურად, მისოს სერვის ცენტრებში ვიზიტის გარეშე.
სესხის გადავადების თაობაზე განაცხადის შევსება შესაძლებელია 18-დან 25 მარტის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UdMGu4
განაცხადზე პასუხს თითეული მომხმარებელი მიიღებს დისტანციურად, არაუგვიანეს 1-ლი აპრილისა.
"ემბისი" ზრუნავს მომხმარებელზე. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მომხმარებლის კეთილდღეობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი პრიორიტეტი.
გისურვებთ ჯანმრთელობას! ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს მომავალში ყველა სირთულეს დავძლევთ!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვმართონ ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 50 50 02, ან მოგვწერონ ვებ-გვერდზე: www.mbc.com.ge.