მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს - 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია: "არავინ დატოვო მიღმა".
ტრადიციულად, "ემბისი"-ს გუნდი წელსაც შეუერთდა ჭრელი წინდების აქციას.
კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა, #წინდამინდა კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად აღნიშნული დღისათვის შექმნილი წინდები შეიძინეს. თანხა მთლიანად "გიგოს ფონდში" გადაირიცხა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალურ მხარდაჭერასა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობას მოხმარდება.