სიახლეები

განცხადება "ემბისი"-ს წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში თავდამსხმელის შეჭრასთან დაკავშირებით

განცხადება "ემბისი"-ს წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში თავდამსხმელის შეჭრასთან დაკავშირებით

2020-11-21

20 ნოემბერს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" ერთ-ერთ ფილიალში უცხო პირი შეიჭრა. საბედნიეროდ, აღნიშნულ მოვლენებში ჩართული ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია.

"ემბისი"-სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს სიმამაცისთვის და ყველა იმ უწყებას, რომელიც მონაწილეობდა ოპერაციის წარმატებით დასრულებაში.

აღნიშნული პირი არ გახლდათ კომპანიის მომხმარებელი და მისი მოთხოვნები არ ეხებოდა კომპანიის საქმიანობას ან თანამშრომლებს.

ფილიალში შეჭრისა და საგანგაშო ღილაკის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა ადგილზე. ამის შემდეგ, კომპანია მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთეთ ყველაფერი, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულებულიყო.