სიახლეები

ლაგოდეხში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

ლაგოდეხში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

2020-09-15

"ემბისი" ქსელის გაფართოებას განაგრძობს. 14 სექტემბერს, კახეთის რეგიონში კომპანიის რიგით მეორე სერვის ცენტრი გაიხსნა. ახალი ფილიალი ლაგოდეხში - ზაქათალას 24ბ ნომერში მდებარეობს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ფინანსური სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს.

საკრედიტო პროდუქტებიდან, ლაგოდეხის სერვის ცენტრში, მომხმარებელს აგრო, ავტო, ბიზნეს, იპოთეკური და StartUp სესხებით სარგებლობის საშუალება აქვს. ასევე, ფილიალში შესაძლებელია ფულადი გზავნილების სერვისის მიღება, ვალუტის გადაცვლა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურებების გადახდა.  

შეგახსენებთ, რომ "ემბისი" საქართველოს მასშტაბით, 14 სერვის ცენტრს ფლობს. კომპანიის ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონებში. ახლახანს, "ემბისი"-ს მომსახურების ცენტრები მარნეულსა და ახალციხეშიც გაიხსნა. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, ლაგოდეხის გარდა, "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გურჯაანში ფუნქციონირებს.