სიახლეები

ვებინარების სერია "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის

ვებინარების სერია "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის

2020-05-04

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, "ემბისი" აგრძელებს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას.

"სამუშაოთი კმაყოფილება" და პერსონალური ბრენდინგი" - ეს გახლდათ მორიგი თემა ვებინარებისა, რომლებიც შექმნილი სიტუაციის გამო, ონლაინ სივრცეში წარიმართა.  

ტრენინგს - "სამუშაოთი კმაყოფილება" უძღვებოდა ტრენერი და ქოუჩი ლოლიტა შენგელია. მოწვეულმა სტუმარმა "ემბისი"-ს თანამშრომლებთან ერთად განიხილა, თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას შრომით კმაყოფილებაზე.

გაყიდვების მიმართულებით წარმატების მიღწევის მთავარი პრინციპები კი, "ემბისი"-ს გუნდს  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო კომპანია PRofit Lab-ის დამფუძნებელმა, ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის წევრმა და სერთიფიცირებულმა მარკეტერმა, მარიკა მჭედლიძემ გააცნო.