სიახლეები

"ემბისი" ქალთა მხარდასაჭერად

"ემბისი" ქალთა მხარდასაჭერად

2021-02-10

ეთერ ჩაჩიბაია, "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი:

"2020 წელმა და პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. მათ შორისაა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, რომელიც პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში იზრდება.  

"ემბისი" რამდენიმე წელია არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია. ამ მიმართულებით, გვაქვს შემუშავებული გეგმა, რომელსაც წარმატებით ვახორციელებთ. თუმცა, ახალმა რეალობამ ახალი ინიციატივებისკენ გვიბიძგა - ამ შემთხვევაში კი, ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერისკენ. 

კომპანიამ, თანამშრომლებთან ერთად, მხარდაჭერა აღმოუჩინა რამდენიმე ძალადობის მსხვერპლ ქალს. 
ამას გარდა, გადავხედეთ შესყიდვების პოლიტიკას და პრიორიტეტი მივანიჭერთ ქალ მეწარმეებს. მაგალითად, პირბადეები შევიძინეთ მრავალშვილიანი მეწარმე ქალისგან, რომელთან დაკავშირება მოხდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით." 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ვიდეოში.