სიახლეები

"ემბისი" პრო ბონო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე

"ემბისი" პრო ბონო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე

2018-11-13

პრო ბონო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე "ემბისი"-მ მუსთერაპიული ცენტრისათვის განხორციელებული პროექტი წარადგინა.
 
2018 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პრო ბონო ქსელის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი პრო ბონო ქსელის მთელი წლის საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების განხილვა გახლდათ.
 
შეხვედრაზე საზეიმო ვითარებაში მოხდა ახალი წევრების მიღება, მათ შორის იყო "ემბისი"-ც, რომელიც ქსელს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეუერთდა.
 
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა და წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.