25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია იწყება და ამ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის ირგვლივ მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ერთიანდება.
გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ. ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.
ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღე გაგრძელდება.
#orangetheworld
#16Days
#WEPs
#EqualityMeansBusiness
#WeEmpower