სიახლეები

ახალი სერვის ცენტრი ბათუმში

ახალი სერვის ცენტრი ბათუმში

2017-08-03

28 ივლისს, ბათუმში, "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" სერვის ცენტრი გაიხსნა. ჭავჭავაძის 44 ნომერში მდებარე ფილიალი, აჭარის რეგიონის მოსახლეობას, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. ამ ეტაპზე, სერვის ცენტრში შესაძლებელია ბიზნეს, იპოთეკური, ავტო და ექსრეს სესხების აღება, ფულადი გზავნილებისა და კომუნალური გადახდების განხორციელება.  

ამჟამად, "ემბისი" საქართველოს მასშტაბით 8 ფილიალს ფლობს. მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. სამომავლოდ, იგეგმება  ქსელის აქტიურად გაფართოება.