სიახლეები

"ემბისი"-ს თელავის სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა

"ემბისი"-ს თელავის სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა

2022-04-11

თელავში "ემბისი"-ს სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას კომპანიის თანამშრომლები, მომხმარებლები, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და საფინანსო სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ემბისი" თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მაქსიმალურად მათზე მორგებული ფინანსური სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიაში განსაკუთრებული პირობებია სასოფლო სამეურნეო და ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირებისთვის. 

თელავის სერვისცენტრი სრულად ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული. კომპანია ამჟამადაც ღიაა დასაქმებისა თუ სტაჟირების გავლის მსურველთათვის.