14 ნოემბერს, "ემბისი"-ს რისკების დირექტორმა - ნინო დევდარიანმა, მონაწილეობა მიიღო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, თემაზე: მდგრადი დაფინანსების ტენდენციები - აღმოსავლეთ ევროპული პერსპექტივა“.
სესიის ფარგლებში, განხილულ იქნა მდგრადი დაფინანსების მზარდი როლი აღმოსავლეთ ევროპაში - აღნიშნული მიმართულებით ფინანსური სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და სამომავლო გეგმები.
პანელური დისკუსიის მასპინძელი გახლდათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ქსელებთან პარტნიორობით.