სიახლეები

"ემბისი"-ს პრო ბონო პროექტი

"ემბისი"-ს პრო ბონო პროექტი

2023-07-20

"ემბისი" კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად განაგრძობს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას. ამჯერად, პრო ბონო ქსელთან პარტნიორობით, კომპანიამ მორიგი პროექტი განახორციელა.

აქტივობის ფარგლებში, "ემბისი"-მ სოციალურ კაფე "არჩივს" გაუწია დახმარება. კერძოდ,  კომპანიის გრაფიკულმა დიზაინერმა, მარი პაპუაშვილმა „არჩივის“ ლოგოსა და ბრენდ ბუქზე იმუშავა. 

სოციალური კაფე "არჩივი"  გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთში მდებარეობს. კაფე რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და უგემრიელესი კერძებითა და სასმელებით უმასპინძლდება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ქალაქის სტუმრებს. 
შეგახსენებთ, რომ "ემბისი" 2018 წლიდან საქართველოს პრო ბონო ქსელის აქტიური წევრია და და დღემდე არაერთი პრო ბონო პროექტი განუხორციელებია.