სიახლეები

"ემბისი" მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პლატფორმას შეუერთდა

"ემბისი" მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პლატფორმას შეუერთდა

2023-10-05

"ემბისი" მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პლატფორმას - The Client Protection Pathway-ის შეუერთდა.

The Client Protection Pathway აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საინვესტიციო ფონდები, ბიზნეს ასოციაციები და სხვა. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ მომხარებელთა უფლებების სტანდარტების დანერგვასა და მათ იმპლემენტაციას საქმიანობაში.

მომხმარებელზე ზრუნვა "ემბისი"-ს საქმიანობის მთავარი ღირებულებაა. კომპანია მუდმივ რეჟიში ცდილობს აღნიშნული მიმართულებით განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში, "ემბისი"-ს გეგმებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სერტიფიციკატის მოპოვება შედის.