სიახლეები

გლობალური ფულის კვირეული 2022

გლობალური ფულის კვირეული 2022

2022-03-26

22-დან 25 მარტის ჩათვლით, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, "ემბისი"-ს თანამშრომლებმა IV-VI კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილები ჩაატარეს.

"ემბისი"-ს წარმომადგენლები ონლაინ სივრცეში 10 სკოლის 180-მდე მოსწავლეს შეხვდნენ და მათთან ერთად იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა.

პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ - ფინედუს ორგანიზებით ჩატარდა და მისი სახელწოდებაა "მოიწვიე ფინედუს დესპანი კლასში".

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ყოველწლიურად აღინიშნება. ფულის კვირეულის მიზანია ბავშვებსა და დიდებში პირადი ფინანსების მართვის სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლება. კვირეულის წლევანდელი დევიზია "შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!"