სიახლეები

გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეხვედრა ბაქოში

გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეხვედრა ბაქოში

2023-07-12

12 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მოწვევით, ქ. ბაქოში "ემბისი"-ს კორპორაციული პასუხისმგებლობის და კომუნიკაციების მენეჯერმა - გვანცა ფაცაციამ აზერბაიჯანელ კოლეგებს გაუზიარა "ემბისი"-ს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე მუშაობის გამოცდილება და მიღწევები. 

შეხვედრას ესწრებოდა ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი 20-მდე აზერბაიჯანული კომპანია, ბიზნეს ასოციაციების, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

"ემბისი" გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ოფიცილურად 2019 წელს შეუერთდა  და კომპანია აქტიურად მუშაობს აღნიშნული პრინციპების დანერგვაზე როგორც კომპანიაში, ასევე კომპანიის გარეთ.