მოგახსენებთ, რომ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 2026 წლის 1 აპრილს სრულდება.
მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ვრცელდება იმ ბიზნესსუბიექტისთვის, რომელიც 2022 წლის 1 იანვრამდეა რეგისტრირებული.
მათ შორის:
1) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
2) სააქციო და კომანდიტური საზოგადოება
3) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
4) კოოპერატივი
5) უცხოური საწარმოს ფილიალი
ბიზნესსუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ იუსტიციის სახლს.
რეგისტრაციის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესსუბიექტებს ავტომატურად შეუჩერდებათ წვდომა ფინანსური რესურსის და ქონების განკარგვაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ საჯარო რეესტრის ცხელ ხაზს, ნომერზე: (+995 32) 2 405 405