სიახლეები

ბიზნეს შეხვედრების სერია

ბიზნეს შეხვედრების სერია

2023-07-28

"ემბისი" განაგრძობს მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერას.
28 ივლისს, ბათუმში, "ემბისი"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ბიზნესებთან, თემაზე: “საგადასახადო საკითხები და დაფინანსების შესაძლებლობები მიკროსაფინანსო ბაზარზე”. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონში მოქმედი მეწარმეები. 
შეხვედრის პარტნიორი გახლდათ Kreston Georgia - აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 

საგადასახადო საკითხების სესიას უძღვებოდა Kreston Georgiaს მმართველი პარტნიორი და საგადასახადო ექსპერტი - დავით პაპიაშვილი, ხოლო დაფინანსების შესაძლებლობებზე, დაინტერესებულ საზოგადოებას, "ემბისი"-ს საკრედიტო ადმინისტრირების მენეჯერმა, გიგლა პაპალაშვილმა ესაუბრა.