კორპორაციული პასუხისმგებლობა

ფინანსური განათლება

ფინანსური განათლება

ფინანსური განათლების კუთხით, მნიშვნელოვანია პროექტი "ფინანსური მრჩევლი".

დღესდღეობით, მოსახლეობის ფინანსური განათლების თემა ძალიან აქტუალურია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ფინანსური ინსტიტუტები, ყოველდღიურად, ახალ და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ თავიანთ მომხმარებელს, რიგით ადამიანს კი სჭირდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, როგორც შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურებების კომპეტენტურად გააზრებისთვის, ისე დამოუკიდებელი და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებისთვის.

ხშირად ახალგაზრდები ვერ განკარგავენ ფინანსებს რაციონალურად, შედეგად ვერ გეგმავენ თავიანთ ცხოვრებისეულ ციკლსა და ფინანსურ მომავალს. მათ, ფაქტობრივად, არ აქვთ დანაზოგი, არ გააჩნიათ ფინანსური მიზნები და ცხოვრობენ მხოლოდ დღევანდელი დღით. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ სხვადასხვა ფინანსური თაღლითობის სქემით დაზარალებული ადამიანებიც.

დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდია წარუმატებელი სტარტაპების რიცხვი, ვერ ვითარდებიან მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდნენ. პრობლემებია სოფელშიც - ფერმერებს არ ჰყოფნით სამეწარმეო გამოცდილება და უნარები თავიანთი მეურნეობის განსავითარებლად. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასტურად, რომ საზოგადოებაში არსებული ცოდნა საკმარისი არ არის.

"ფინანსური მრჩეველის“ იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა, იგი მიზნად ისახავს გუნდის გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვთ.