დირექტორატი

ნინო დევდარიანი

ნინო დევდარიანი

რისკების დირექტორი

ნინო დევდარიანი ემბიში რისკების დირექტორის პოზიციას 2016 წლიდან იკავებს და ხელმძღვანელობს როგორც საკრედიტო და საოპერაციო რისკების, ასევე AML (ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა) და იურიდიულ განყოფილებებს, ფინანსური ანგარიშგების, ინვესტორებთან ურთიერთობის, პრობლემური აქტივების მართვისა და უძრავი ქონების შეფასების მიმართულებებს.

2008-2013 წლებში იგი საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა საერთაშორისო რეზერვების რისკების მართვისა და კონტროლის განხრით, 2014-2016 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმიანობდა სახელმწიფო ვალის რისკების მართვის მიმართულებით. ნინო დევდარიანს აქვს Williams College-ის (აშშ) მაგისტრის ხარისხი (2014) და არის მსოფლიო ბანკის სტიპენდიატი.

ნინო დევდარიანი