სიახლეები

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

2021-12-12

"ემბისი" უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. 

მიმდინარე წელს, კამპანიის ფარგლებში, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები და მათ შორის "ემბისი", მთავარ აქცენტს სამუშაო ადგილას შევიწროებაზე აკეთებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიმართა. 

ტრენინგს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ანა კვაჭაძე უძღვებოდა და მისი მთავარი მიზანი კომპანიის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
გენდერული თანასწორობა და გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები;
სექსუალური შევიწროვება და მისი პრევენციის გზები;
სახალხო დამცველის მანდატი.
 

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ