სიახლეები

ინფორმაცია აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ინფორმაცია აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2022-11-14

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი"-ს (ს/კ404967078)
აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • აქციონერთა რიგგარეშე კრება მოწვეულია სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს მიერ;
  • საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდი - 404967078;
  • საზოგადოების იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2;
  • კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო: კრება ჩატარდება 2022 წლის 9 დეკემბერს, 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე - თბილისი, ისნის რაიონი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2;
  • აქციონერთა სააღრიცხვო დღე: 2022 წლის 2 დეკემბერი (აქციონერთა რიგგარეშე კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან).
     
  • აქციონერთა კრების დღის წესრიგი:
  1. საზოგადოების წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და აღნიშნულის გათვალისწინებით, წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
  2. საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა.

კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, საერთო  კრების ჩატარების თარიღამდე 14 დღით ადრე წერილობით მიმართოს  საზოგადოების დირექტორატს და:

-  მოითხოვოს საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება და თითოეულ საკითხს დაურთოს შესაბამისი დასაბუთება ან მისაღები გადაწყვეტილების პროექტი;
-  წარადგინოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ან გასათვალისწინებელ საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები და დასაბუთება.

სხდომაზე დამსწრე აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს კრების ჩატარების ადგილზე;

აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.

       
წინამდებარე ინფორმაცია კრების მოწვევის შესახებ, გამოქვეყნებულია მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე და საზოგადოების ვებ-გვერდზე; 

ასევე, წინამდებარე ინფორმაცია წესდების ახალ რედაქციასთან და სხვა დასამტკიცებელი დოკუმენტების პროექტებთან ერთად, გენერალური დირექტორის მიერ გაგზავნილია ყველა აქციონერისათვის პირადად, ელ. ფოსტის მეშვეობით.
 

 

ინფორმაცია აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ