პროდუქტები

დისტანციური ავტო სესხი

  • დაიმტკიცე 50,000 ლარამდე ავტო სესხი 30 წუთში, შინიდან გაუსვლელად!
  • თუ მანქანის შეცვლას გეგმავთ, ან გსურთ მიიღოთ არსებული ავტომობილის შეფასების 80%-მდე თანხა ნებისმიერი საჭიროებისთვის - სწრაფად, გამარტივებული პროცედურებით - "ემბისი"-ს  დისტანციური ავტო სესხი საუკეთესო არჩევანია.
  • დისტანციური ავტო სესხით სარგებლობისას, სესხის დამტკიცებისთვის ფილიალში ვიზიტი არ დაგჭირდებათ. ავტომობილის შეფასება დისტანციურად მოხდება, პასუხს კი შინიდან გაუსვლელად მიიღებთ.
  • ფილიალში ვიზიტი საჭიროა მხოლოდ სესხის აღების ბოლო ეტაპზე, სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის მიღების მიზნით.
  • "ემბისი" საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ  მაქსიმალურად თქვენზე მორგებული და  გამარტივებული პროცედურებით.
  • დისტანციური ავტო სესხით სარგებლობისას, ავტომობილი რჩება თქვენს მფლობელობაში, გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით კი იფარება როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი.

რა უპირატესობები აქვს დისტანციურ ავტო სესხს

"ემბისი"-ს დისტანციური ავტო სესხით სარგებლობის შემთხვევაში, შეძლებთ შინიდან გაუსვლელად, განაცხადის შევსებიდან 30 წუთში მიიღოთ პასუხი დაფინანსებაზე. დისტანციურ ავტო სესხზე 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს 5%-იანი ფასდაკლებით.


"ემბისი"  განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და გთავაზობთ:

5%-იანი ფასდაკლება დისტანციურ ავტო სესხზე;
დაფინანსებაზე პასუხის მიღება 30 წუთში;
განაცხადის განხილვა ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში;
გადახდის კლებადი, თქვენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი;
პორტირება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციიდან;
სწრაფი და გამარტივებული პროცედურები;

რატომ უნდა ისარგებლოთ დისტანციური ავტო სესხით

 

იმიტომ, რომ აქ უკეთესი პირობებია!

 

  • სესხის დამტკიცება შესაძლებელია შინიდან გაუსვლელად;
  • ავტომობილის შეფასება ხდება ასევე დისტანციურად;
  • ფილიალში ვიზიტი საჭიროა მხოლოდ თანხის მიღების მიზნით;
  • ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
  • გამარტივებული პროცედურები;
  • ავტომობილი რჩება თქვენს სახელზე!

რა გჭირდებათ ავტო სესხის ასაღებად

დისტანციური ავტო სესხის განაცხადის შევსებისას საჭიროა თან იქონიოთ ID ბარათი, პასპორტი და ახლოს იმყოფებოდეთ ავტომობილთან, რომლის შეძენას ან უზრუნველყოფად გამოყენებას გეგმავთ.


გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ მობილური ტელეფონიდან ან პლანშეტიდან.


დააკვირდით ეკრანზე ნაჩვენებ ინსტრუქციას - გაიარეთ ონლაინ იდენტიფიკაცია ვიდეო სელფის მეშვეობით, ბოლო ეტაპზე კი დაასურათეთ ავტომობილი ან გამოგვიგზავნეთ myauto.ge-ს ბმული.  განაცხადის გამოგზავნიდან 30 წუთში ჩვენი წამომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგახსენებთ პასუხს.

ID ბარათი ან პასპორტი

ავტომობილი

რეგისტრაციის მოწმობა

სესხის პირობები

სესხის ვალუტა
ლარი
სესხის მაქსიმალური მოცულობა
50,000
სესხის მაქსიმალური ვადა
72 თვე
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი
22%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
23.7 %-დან

როგორ მივიღოთ სასურველი თანხა

შეავსეთ ონლაინ განაცხადი

ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს წუთებში

მობრძანდით ახლომდებარე ფილიალში

დამატებით რა უნდა იცოდეთ ავტო სესხზე?

არსებობს ორი ტიპის ავტო სესხი:

  • ავტო ლიზინგი
  • ავტო სესხი

ავტო სესხი: ავტომობილის მფლობელი თქვენ ხართ, რაც ძალიან ამარტივებს მისი განკარგვის პროცესს სესხის მოქმედების პერიოდში.


ავტო ლიზინგი: ავტომობილი, რომლის შეძენაც გსურთ, კომპანიის მფლობელობაშია, სანამ სესხს ბოლომდე არ დაფარავთ. იმ შემთხვევაში, თუ სხვა კომპანიამ უკეთესი პირობები და საპროცენტო განაკვეთი შემოგთავაზათ, სესხის პორტირებას მარტივად ვერ შეძლებთ.

 

რომელი პროდუქტით გსურთ ისარგებლოთ?

"ემბისი"-ში ავტო სესხის მიზნობრიობა მხოლოდ მანქანის შეძენით არ შემოიფარგლება. კომპანია გთავაზობთ თქვენი ავტომობილის შეფასებული ღირებულების 80%-მდე თანხით დაფინანსებას - არა მხოლოდ ავტომობილის საყიდლად, არამედ სხვა ნებისმიერი საჭიროებისთვის. ასევე, შეგიძლიათ დაპორტირდეთ სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან და გაიუმჯობესოთ პირობები. გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით იფარება როგორც ძირითადი თანხა, ასევე დარიცხული სარგებელი.

თუ გინდათ მართოთ უკეთესი ავტომობილი, მიიღოთ თქვენი ავტომობილის შეფასებული ღირებულების 80%-მდე თანხა ნებისმიერი საჭიროებისთვის - თქვენს ახალ მეგზურად "ემბისი" შეარჩიეთ და მიიღეთ დაფინანსება დღესვე!